"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ექსპრეზიდენტის ჩამოსვლასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მას ჰქონდა კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან და მაშინ ის იმყოფებოდა იქ, სადაც ვიდეოებია ჩაწერილი, ლოკაცია იყო იგივე.
ხერხეულიძემ არ დააკონკრეტა თუ როდის შედგა საუბარი, არც იმაზე ისაუბრა, თუ როგორ გადმოკვეთა საზღვარი მიხეილ სააკაშვილმა. განაცხადა, რომ სააკაშვილმა სიტყვა შეასრულა და საქართველოში ჩამოვიდა.
მისივე თქმით, უმოკლეს ვადაში გავრცელდება დამატებითი ვიდეოები და სააკაშვილი თავად იტყვის დეტალებს.
ხერხეულიძე ამბობს, რომ პარტიის გეგმა უცვლელია.
"მზაობა არის ხვალინდელი დღე, მშვიდ გარემოში უნდა მოვახდინოთ საზოგადოების მობილიზება, ხმის მიცემა და ხმების დაცვა"- განაცხადა ხერხეულიძემ.