"ერთი ცხოვრების ქრონიკა" - ამ სახელწოდების საღამო გაიმართა განახლებულ მწერალთა სახლში, რომელიც ცნობილი პუბლიცისტისა და ჟურნალისტის მუხრან კობალაძის დაბადებიდან 70 წლისთავს მიძღვნა. საღამოზე, მწერლებმა, პოეტებმა და ჟურნალისტებმა, კიდევ ერთხელ გაიხსენეს მუხრან კობალაძის ღვაწლი ქართულ ჟურნალისტიკაში. ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი, მუხრან კობალაძე წლების განმავლობაში - გაზეთ "ბათუმური ქრონიკების" ლიტერატურული ქრონიკების რედაქტორი იყო.