მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ ის ბათუმში იმყოფება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში ნაციონალური მოძრაობის წევრები დილიდან შეიკრიბნენ, სადაც მედიასთან კომენტარები გააკეთეს.
ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, თუმცა მასთან პირადი კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
ოპოზიციის სხვა წევრებს კი სჯერათ, რომ ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ძებნილია, საქართველოს საზღვარს გადმოეკვეთდა.