ხვალ თვითმმართველობის არჩევნებია. 103 უბანია გახსნილი ბათუმში, აქედან 2 სპეც-უბანია, ერთ-ერთი კი კოვიდინფიცირებულებისთვის და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის.
უბნების კენჭისყრის დღისთვის მზადების პროცესი თითქმის დასრულებულია, თუმცა რჩება დეტალები, რომლებიც 2 ოქტომბრის არჩევნების ჩასატარებლადაა საჭირო.