მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს რომ უკვე საქართველოშია

01 ოქტომბერი 2021, 10:19 2759 ნახვა

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის უკვე საქართველოშია.

„დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“, – წერს სააკაშვილი.

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ გვერდზე ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ის უკვე ბათუმშია.

"ეს არის ჩემი ბათუმი. ორში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და მივცეთ ხმა "ნაციონალურ მოძრაობას". აქ უნდა ყოფილიყო ჩემი ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. დღეს ვაქცინაც გვექნებოდა და არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი. ისე მენატრებოდა აქაურობა, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება, თუმცა საბოლოოდ ეს ასრულდება, როცა საქართველო დადგება ფეხზე. დღეს აქ მხოლოდ სახლებს აშენებენ რუსებისთვის და სადაც ეს არის, იქ არსად არ არის განვითარება და წინსვლა. საქართველოდან გარბის ხალხი. ორში უნდა მივიდეთ არჩევნებზე და სამში შევიკრიბოთ, რუსთაველი გავავსოთ, თავისუფლების მოედანი. თუ ვიქნებით 100 000 ადამიანი ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს. საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას. თქვენს იმედზე ვარ, მე ყველაფერი გავრისკე სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი აქ. ნუ შეგეშინდებათ, მიდით არჩევნებზე, მომავალ შეხვედრამდე სულ მალე თბილისში"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

ექსპრეზიდენტმა საქართველოში ჩამოსვლა 2 ოქტომბრისთვის დააანონსა და სოციალურ ქსელში ავიაბილეთის ჯავშნის ფოტოც გამოაქვეყნა. 

სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი