მერობის კანდიდატი ხელვაჩაურში ენმ-დან მთავრობის თავმჯდომარეს კოვიდ რეგულაციებისა და საარჩევნო კანონდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს.
მიშა ბოლქვაძე ირწმუნება, რომ სარიტუალო დარბაზში თორნიკე რიჟვაძემ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაცია მოახდინა, სკოლის პედაგოგები, მერიის თანამშრომლები, საარჩევნო კომისიის წევრები აიპებისა და შპს-ეების წარმომადგენლებს, ჯამში 1200 ადამიანს სარიტუალო დარბაზში კოვიდ რეგულაციების დარღვევით შეხვდა.