არჩევნებამდე 2 დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტი ენ-დი-აის და აი-არ-აის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსა და ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან.
შეხვედრებისას საუბარი შეეხო ადგილობრივ არჩევნებს, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ აქტორების შორის არსებულ პოლარიზაციას და მის შესამცირებლად სამოქალაქო საზოგადოების როლს, არჩევნებში ქალების ჩართულობას და მათი გააქტიურების მნიშვნელობას. დღესვე პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარესაც შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის იგეგმება.