ბათუმში ცენტრალური პარკი გაშენდება - აჭარის მთავრობა 

30 სექტემბერი 2021, 13:34 1544 ნახვა

რეკრეაციული სივრცის გაზრდის და სეზონურობაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ბათუმში ცენტრალური პარკის, ახალი ტურისტული ატრაქციის მშენებლობა იწყება. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. თორნიკე რიჟვძის, თქმით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამუშავდა ბათუმის პროექტი, რომელიც გაშენდება ქალაქის შიდა ნაწილში არანაკლებ 22 ჰა ტერიტორიაზე. შეიქმნება ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ეკონომიკური პროცესების გააქტიურებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

,,ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ ტურიზმის ხელშეწყობას, განვითარებას, საზოგადოებისთვის და ქალაქისთვის ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნას. ურეხის და ე.წ. სტეფანოვკის დასახლებაში გაშენდება ახალი რეკრეაცია, ამ მიმართულებით ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით და დარწმუნებული ვარ ეს ახალი ცენტრალური პარკი შექმნის ახალ მიზიდულობის ცენტრს ტურისტული თვალსაზრისით, ამასთან ჩვენს თანაქალაქელებს ექნებათ გართობისთვის და დასვენებისთვის ახალი, ძალიან მიმზიდველი სივრცე’’ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. სახელმწიფო 14 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტი მოიცავს საბავშვო-შემეცნებითი მუზეუმს, საქართველოს ერთიანობის სიმბოლური ძეგლსა და ტურისტული ინფრასტრუქტურას. 

აჭარის მთავრობაში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ  რომელი ქვეყნის ინვესტიცია იქნება, ან ვინ იქნება ინვესტორი.  ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე აშენდება საბაგირო,  რითაც მათი ინფორმაციით, შეიკვრება ერთგვარი სამკუთხედი და საბაგიროს მეშვეობით ტერიტორია დაუკავშირდება ბულვარს.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ახალი რეკრეაციული ზონა ურეხის და ე.წ. სტეფანოვკის დასახლებაში გაშენდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი