არჩევნებს 7 ევროპარლამენტარი დააკვირდება

30 სექტემბერი 2021, 11:49 3606 ნახვა

,,აქ ვართ იმისთვის, რომ შევამოწმოთ, წარსულში მომხდარი ფაქტები  ხომ არ განმეორდება, მაგალითად მანიპულაცია და გაყალბება“-ეს არის ევროპელი კანონმდებლის მარკეტა გრეგორევას განცხადება, რომელიც კიდევ 6 ევროპელ კანონმდებელთან ერთად დააკვირდება 2 ოქტომბრის არჩევნებს. ევროპარალმენტარები უკვე თბილისში არიან.  ისაუბრეს თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე და განაცხადეს, რომ  ევროპისთვის 2 ოქტომბრის არჩევნები  საპარლამენტო არჩევნების  დონეზეა.  მიმართეს ქართველ  პოლიტიკოსებსაც, რომ  პატივი სცენ მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებს, ასევე ოდირის შეფასებას. ეს არჩევნები აჩვენებს მიდის თუ არა საქართველო დასავლეთის გზით-თქვეს სპეციალური მისიით ჩამოსულმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში