2 ოქტომბრის არჩევნებს, ევროპარლამენტი, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად დააკვირდება. დელეგაცი შვიდი ევროპარლამენტარია: მიჰაილ გალარი (EPP, გერმანია) – დელეგაციის თავმჯდომარე, მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი) მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი) კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი) მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი) ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი) ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი). ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვლენ 29–30 სექტემბერს და, ოფიციალური პროგრამის ფარგლებში შეხვდებიან ევროკავშირის ელჩს, ეუთოს წამყვან ჯგუფს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკური პარტიებისა, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ -მინისტრს.