საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები

28 სექტემბერი 2021, 17:43 936 ნახვა

საქართველოში აცრილი 60 წელს ზევით მოქალაქეების რიცხვი დაბალია, არადა ეს ჯგუფი ავადობის და ჰოსპიტალიზაციის  მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა და სწორედ ამიტომ ვაქცინაციის  პრიორიტეტულ  ჯგუფშია. ასევე დაბალი, 25-და 35 პროცენტამდეა აცრების  მაჩვენებელი  სოფლად.  ტემპი რომ დაჩქარდეს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  სოფლებში მომავალი კვირიდან გამსვლელი ბრიგადები იმუშავებენ. რამდნეიმე კვირაში კი ახალი სქემა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც პირველადი ჯანდაცვის და რეგიონში მყოფ ექიმებს იმუნიზაციის პროცესში 60 წელს ზევით მოსახლეობის ჩართვისთვის დამატებითი ანაზღაურება ექნებათ. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით წლის ბოლომდე საქართველოში მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა იყოს აცრილი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტია, თუმცა ჯერ - ჯერობით ოფიციალური ინფომაციით,  ერთი დოზით მხოლოდ მილიონამდე მოქალაქეა აცრილი.  რაც შეეხება ქვეყანაში არსებული ფაიზერის ვადას, 180 ათას დოზას ვადა ნოემბერში გასდის, თუმცა მწარმოებელი კომპანიის გადაწყვეტილებით, ვაქცინის ვადა სამი თვით გახანგრძლივდა, თუმცა ამ შემხვევაში მნიშვნელოვანბია დაცული იყოს შენახვის პირობები.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში