აქტიურად განიხილება და მალე იქნება გადაწყვეტილებები 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრასთან დაკავშირებით - ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2021, 17:37 1280 ნახვა

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის საკითხი აქტიურად განიხილება და გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, მუშავდება ორი ვერსია.

"აქტიურად განიხილება ორი ვერსიაა და იმის მიხედვით, იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭო სამინისტროს რეკომენდაციას მისცემს, ვფიქრობ, საკმაოდ მალე იქნება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავისი მოსაზრება აქვს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სამეცნიერო საბჭოში წარმოდგენილია, ისევე როგორც იმუნიზაციის საბჭოში და იქ დააფიქსირებს თავის მოსაზრებას.

ორი მიდგომაა - ეს არ არის ახალი ველოსიპედი, არის საყოველთაო, როდესაც 12-დან 15 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი იცრება და მეორე მიდგომა - ე.წ. ბრიტანული, როდესაც იცრებიან მხოლოდ და მხოლოდ ბავშვები, რომელთაც აქვთ შესაბამისი ჩვენებები და ეს ჩვენებების სია საკმაოდ გრძელია, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი