კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემასთან. თუმცა სალომე ზურაბიშვილი იმასაც ფიქრობს, რომ რთულია პარტიების თანამშრომლობა, როცა მათი პოზიციები საპირისპიროა. პრეზიდენტმა კვირის ჟურნალთან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის კავშირზე, ევროკავშირში გაწევრიანებასა და მოსკოვთან რთულ დიალოგზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, მუდამ მხარს უჭერს აფხაზ და ოს სეპარატისტებს. სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურნენ ქართულ ოცნებაში. ირაკლი ქადაგიშილის განცხადებით, ახლა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, ერთპარტიული მმართველობა დასრულდება თუ არა, საპარლამენტო არჩევნებზე გახდება ცნობილი.