მედიით გავრცელებული ფარული ჩანაწერები ქვეყანაში კვლავ მთავარი და ურთიერთბრალდებების თემაა. ხელისუფლება ჩანაწერების ნამდვილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და გამოძიების შედეგებს ელოდება, რომელიც მათი თქმით, ყველაფერს დაადგენს. როგორც ამბობენ, პასუხისმგებლობას იღებენ ყველა მოვლენაზე, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება. ჩანაწერების უკან ხედავენ კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესსაც.
ოპოზიცია კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. მათი განცხადებით, უკანონო მოსმენები ქვეყანაში გაგრძელდება, თუ ხელისუფლების ცვლილება არ მოხდა.