ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის დაცვა გააძლიერეს

27 სექტემბერი 2021, 15:36 742 ნახვა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მარკ ლიუტეს დაცვა მასზე  თავდასხმისა და მისი გატაცების საფრთხის გამო გააძლიერეს. მთავრობის მეთაურის დაცვასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გააკაცრეს, რაც  სპეცსამსახურებმა დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიერ დაქირავებული ადამიანების მხრიდან პრემიერზე თვალთვალის ფაქტები დააფიქსირეს.  საუბარი მაროკოულ მაფიას ეხება. რიუტე ჰააგაში ძირითადად  ველოსიპედით და   პირადი დაცვის გარეშე გადაადგილდება.  ახლა პრემიერის უსაფრთხოებას სამეფო და დიპლომატური დაცვის სამსახურების  სპეციალურად  მომზადებული ოფიცრები  უზრუნველყოფენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი