აჭარის მასშტაბით კი ტერიტორიებზე სადაც უხვი ნალექის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა, ტერიტორია მიწის მასისგან უკვე გაწმინდეს, მოძრაობა როგორც სატრანსპორტო სააგენტოში აცხადებენ 6-ვე მიმართულებით აღდგენილია.სოფელ დოლოგანთან მეწყერი, გვიან ღამით ორ ლოკაციაზე განვითარდა, რამაც საავტომობილო მიმოსვლა რამდენიმე საათით შეზღუდა.
მეწყერი განვითარდა ქედაში, შიდა საავტომობილო გზებზეც. მათ შორის ქვედა და ზედა ბზუბზუს, მახუნცეთის, გოგინიძეებისა და კოლოტაურის საავტომობილო გზებზე. მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა, სოფელ დოლოგანში, ხარაულასა და აგარაში, რომელიც საკარმიდამო ნაკვეთებში დაფიქსირდა. მერიის მიერ გამოყოფილი სპეციალური კომისია მდგომარეობას სწავლობს.