მერაბ დვალიშვილის ორთაბრძოლამდე რამდენიმე საათი დარჩა

25 სექტემბერი 2021, 21:03 2832 ნახვა

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი რამდენიმე საათი UFC-ში მორიგ ორთაბრძოლას გამართავს.
ლას-ვეგასში UFC266-ზე სულ 13 ბრძოლა ჩატარდება.

30 წლის დვალიშვილი 33 წლის ბრაზილიელ მარლონ მორაეშს დაუპირისპირდება. ორთაბრძოლა თბილისის დროით 26 სექტემბერს 05:00 საათზე დაიწყება.

მერაბმა ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციის ეგიდით 8 ბრძოლა გამართა და მის ანგარიშზე 6 მოგება და 2 მარცხია.

ქართველს ზედიზედ 6 მატჩიანი მოგებათა სერია უმაგრებს ზურგს. ბრაზილიელს კი 5 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს.

მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ს რეიტინგის ათეულში შევიდა. მერაბი ამ დროისთვის ქვემსუბუქ წონაში მე-8 ადგილზეა იმყოფება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი