ის რაც ყოვლისმომცველია ოცნებისთვის, არაფრის მთქმელია ოპოზიციისთვის. პრემიერის გაეროში სიტყვით გამოსვლა ოპოზიციამ კრიტიკულად შეაფასა.
მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ იყო გულწრფელი, მათი თქმით ორი თვის განმავლობაში სამჯერ მოატყუეს ევროკავშირი და არ შეასრულეს ის ვალდებულებები, რომელიც აღებული ჰქონდათ.