პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროში

25 სექტემბერი 2021, 15:40 861 ნახვა

მცოცავი ოკუპაცია, რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების არ შესრულება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება - ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო რომელზეც პრემიერ-მინისტრმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე გამოსვლისას ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამშვიდობო პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება - თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყნის გაერთიანების კუთხით.  ისაუბრა "სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები და მეზობელი ქვეყნები დაესწრებიან, შეხვედრაზე კი მშვიდობიან, კეთილმეზობლურ ინიციატივებს  განიხილავენ.

პრემიერმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც და  მმართველი პარტიის წარმატებებზე. თქვა, რომ ქართული ოცნებები ხდება. ასევე დემოკრატიული უწოდა თავიანთი მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი