მეექვსე წელია მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებლებისთვის, როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათებია დაწესებულია მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით. ამას ითვალისწინებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი,რაც მოიცავს შვილის შეძენისას ოჯახების სოციალური დანამატით, პენსიონერთა, ექიმებისა და ექთნების, საჯარო სკოლის მასწავლებელთა, სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელთა დანამატით მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათით, უმაღლესი განათლების დაფინანასებით, საგადასახადო და სხვა შეთავათებით სარგებლობას.
თუმცა შეღავათები საკმარისი არ არის ქედის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ ახლა ფასებმა ბევრი მიმართულებით მოიმატა.