კახაბრის დასახლებაში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა - განადგურდა საყოფაცხოვრებო ინვენტარი

24 სექტემბერი 2021, 11:27 330 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად კახაბრის დასახლებაში ნოდარ ჭაღალიძის საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. განადგურდა საყოფაცხოვრებო ინვენტარიც. ოჯახის წევრების განცხადებით, ტექნიკის უსაფრთხო ადგილას გადატანა ვერ მოახერხეს. 

ასევე დატბორილია ეზოც, რის გამოც, საფრთხე კიდევ ერთ ოჯახს ემუქრება . 

დაზარალებული ოჯახები ამბობენ, რომ წვიმის დროს ტერიტორია იტბორება. ისინი სანიაღვრე არხების მოწყობას ითხოვენ.

საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. განმარტავენ, რომ აღნიშნული ოჯახების საკითხი უკვე შეისწავლეს და დაზარალებულებს ოფიციალური განცხადების მიმართვის შემდეგ დაეხმარებიან.

ბათუმში მესამე დღეა წვიმს. სპეციალისტები სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი