აჭარაში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24 სექტემბერი 2021, 10:45 990 ნახვა

24 სექტემბრის მონაცემებით აჭარაში კოვიდი კიდევ 120 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 142 მოქალაქე.

ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 42-მა ადამიანმა. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 635 საიდანაც: 4 810 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში 478. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 128, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 32 პირი. 

964 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 514 - თბილისში, 287 - აჭარაში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 10.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 039 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი