უფლებამოსილების შეწყვეტა

29 ნოემბერი 2016, 00:00 3008 ნახვა

საპარლამენტო მანდატები ვადამდე გაუუქმდებათ გიორგი კვირიკაშვილს, კახა კალაძეს, გიორგი გახარიასა და სანდრა რულოვსს. საქართველოს პარლამენტის წევრებისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ. საკითხი დღის წესრიგში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ დადგა. საკანონმდებლო ორგანომ გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, კახა კალაძეს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე, ხოლო გიორგი გახარიას ეკონომიკის მინისტრიის პოსტზე ნდობა გამოუცხადა. რაც შეეხება სანდრა რულოვსს, მან სადეპუტატო მანდატზე უარი თავად განაცხადა. პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილის, კახა კალაძისა და გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე ''ქართული ოცნების'' საარჩევნო სიაში გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი და გიორგი ხატიძე არიან. სანდრა რულოვსს კი გიორგი ღვინიაშვილი ჩაანაცვლებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი