აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერ 6 დეპუტატს შესაძლოა, უფლებამოსილება შეუწყდეს - ხმაური ბიუროს სხდომაზე

23 სექტემბერი 2021, 13:52 993 ნახვა

ხმაური იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერი 6 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის, პლენარულ სხდომაზე გატანის თაობაზე მსჯელობდნენ.

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი არასაპატიო გაცდენებია. საუბარია არჩევნების შემდგომ პერიოდზე, როცა ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა და უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებაც ჰქონდათ დაწერილი.

სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი მმართველი პარტიის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

ბაგრატიონის თქმით, "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ძალის დემონსტრირებას ახდენს.

„საარჩევნოდ ძალების დემონსტრირებას ცდილობენ, თუმცა ამათ არაფრის თავი არა აქვთ და 2 ოქტომბრის შემდეგ ვნახავთ, რა ხასიათზე იქნებიან“, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

"ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ პლენარული სხდომა არჩევნების შემდეგ გაიმართება, ამას კი რეგლამენტი ითვალისწინებს.

დავით გაბაიძის განცხადებით,  შეუწყვეტენ თუ არა მათ უფლებამოსილებას ოპოზიციონერ დეპუტატებს, გუნდს პოზიცია შეჯერებული არ აქვს.

კამათის შემდეგ საკითხი მომავალი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი