შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან

23 სექტემბერი 2021, 12:37 693 ნახვა

პრემიერ-მინისტრსა და გაერო-ს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრა გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ანტონიო გუტიერეშს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზი  გაესვა გაერო-სა და გენერალური მდივნის პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ყურადღება გამახვილდა, ასევე იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში