მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია. პირველი სხდომა გუშინ გაიმართა. 14 ხმით მომდევნო 4 წლის განმავლობაში უმაღლეს საბჭოს დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს. ასევე 14 ხმით დეპუტატებმა ვიცე სპიკერად მერაბ კარანაძე აირჩიეს. საფინანსო კომისიას გიორგი რომანაძე, იურიდიულის - ნინო ჩხეტია, განათლების კომისიას - ლადო მგალობლიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას - ცოტნე ანანიძე, ჯანდაცვის კომისიას - ნუგზარ სურმანიძე, აგრარულ საკითხთა კომისიას კი ვახტანგ წულაძე უხელმძღვანელებენ. ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში 4 ფრაქციაა.