,,ნამახვანჰესი'' აღარ აშენდება - ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს

22 სექტემბერი 2021, 16:15 1576 ნახვა

ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს და ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.

ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ნამახვაჰესის მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობას სამომავლოდ აქვს 10-წლიანი გეგმა, მათ შორის, ენერგეტიკის კუთხითაც.

''ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი, - განაცხადა კობახიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში