უკანასკნელი ტაში მსახიობს. ზურაბ ქავთარაძე დაკრძალეს. გააცილეს ბათუმის დრამატული თეატრიდან , სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა და რომლის სცენაზეც მაყურებლისთვის საყვარელი და დასამახსოვრებელი არაერთი სახე შექმნა. 25 წლის განმავლობაში იყო ამავე თეატრის მსახიობი, ასევე ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორი. მიღებული აქვს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის საპატიო სიგელი. ზურაბ ქავთარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.