კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს, სადაც მას ევროგაერთიანების პოზიცია აცნობეს და შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის შესახებ განუცხადეს.
„თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია, რომ ჩვენ ამ საკითხის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გვაქვს. საბოლოოდ ეს აჩენს კითხვებს ვენის კონვენციის თვალსაზრისით, რომელიც არეგულირებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. ჩვენ არ მიგვაჩნია ბუნებრივად, რომ საქართველოს მსგავსი ახლო მეგობარი და პარტნიორი ჩვენს წინააღმდეგ ამგვარ საქმიანობაში იქნებოდა ჩართული. ამ მიზნით გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში დაბარებული იყო შეხვედრაზე ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში, სადაც მას განუცხადეს ევროკავშირის პოზიციისა და შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის შესახებ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.