დატბორილი ქუჩები, სახლები, მაღაზიები-მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

22 სექტემბერი 2021, 11:55 984 ნახვა

ისევ დატბორილი ქუჩები და ისევ სახლებში შესული წყალი. წვიმას ისევ იგივე შედეგები მოჰყვა ბათუმში, როგორც გასულ დღეებში. დაზიანებულია ქუჩებში გაჩერებული ავტომობილებიც. ზოგიერთ ქუჩაზე  საერთოდ პარალიზებულია მოძრაობა. ათეულობით ზარი შედის შესაბამის სამსახურში, მოსახლოება ითხოვს შველას. ჩვენი გადამღები ჯგუფები დილიდან ქალაქის და ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე ცდილობენ გააშუქონ რა ზარალი და ზიანი  მიადგა ამჯერად მოსახლოებას და რა ვითარებაა ბათუმში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში