აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უარყოფს წარსულში ბათუმის მერსა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსის მეგის ქარდავას შორის რაიმე კავშირს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ოპოზიცია და მედიის ნაწილი მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და გადაუმოწმებელი ინფორმაციები გაავრცელოს, თითქოს არჩილ ჩიქოვანს და მეგის ქარდავას წლების წინ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდათ.