მარნეულში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

21 სექტემბერი 2021, 14:53 1048 ნახვა

მარნეულში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 3 პირია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულებმა 18 სექტემბერს, მარნეულში შურისძიების მოტივით, ნაცნობს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. შემდეგ  გაკოჭილი  მამაკაცი სხვა  სოფელში წაიყვანეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. გამოძიება  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში