რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. 17-19 სექტემბრის დუმის არჩევნები რუსეთის ფედერაციაში ისეთ პირობებში ჩატარდა, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი პროცესებისთვის არახელსაყრელია, - აღნიშნული სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეერთებული შტატები ხაზს უსვამს, რომ რუსეთის კანონებმა "ექსტრემისტული ორგანიზაციების", "უცხოელი აგენტების" და "არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ მკაცრად შეზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი. შეზღუდვებმა, ასევე ხელი შეუშალა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს და მის საპარლამენტო ასამბლეას არჩევნებზე დაკვირვებაში, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას, რაც აუცილებელია სამართლიანი არჩევნებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ არ ვაღიარებთ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი,“ - აღნიშნულია განცხადებაში. შეერთებული შტატები რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.