რა მიზეზით შეწყდა მეშვიდე კლასში იტალიური ენის გაკვეთილები?

20 სექტემბერი 2021, 11:59 131 ნახვა

ბათუმის 1-ელი საჯარო სკოლის  მე-7 კლასის მოსწავლეებს  იტალიური ენის საგანი გაუუქმეს. მოსწავლეები , რომლებიც 2 წლის განმავლობაში იტალიურს ეუფლებოდნენ დღეს იძულებით რუსული  ენის სწავლა უწევთ. მშობლებმა და მოსწავლეებმა პროტესტი სოციალურ ქსელში გამოთქვეს, მათთვის მიუღებელია ახალი საგნის დამატება, მითუმეტეს მაშინ როცა მოზარდებმა ანბანიც არ იციან. 2 წლის წინ აჭარის განათლების სამინისტრომ თავისივე ინიციატივით, სკოლას  არჩევით საგნად იტალიური შესთავაზა. კლასის  ერთმა განაყოფნა  რუსული,  მეორემ კი იტალიური აირჩია. საკითხთან დაკავშირებით,  დირექტორს ტელეფონით ვესაუბრებთ.  ნატალია მგელაძის რწმუნებით,    სკოლაში იტალიურის სწავლება არ გაუქმებულა,  მხოლოდ მე-7 კლასში მიიღეს ეს გადაწვეტილება, მისივე თქმით კონრეტული პრობლემების გამო. დირექტორმა ისიც თქვა, რომ თავის დროზე საგნის არჩევისას უმრავლოსობას არ უნდოდა იტალიური.  მშობლებს  დღეს აქვთ კითხვები,  რატომ დადგნა დღის წესრიგში ეს პრობლემა დრს და არა 2 წლის წინ, ისინი თვს მოტყუებულად გრძნობენ. სოციალურ ქსელში, თავისი პოზიცია თეა ჭანტურიშვილმა, აჭარის განათლების სამისტროს საერთაშორუსო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დააფიქსირა და  მომხდარს გაუგებრობა უწოდა. მისივე თქმით,  იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს საერთო პროექტია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი