მახინჯაურში მცხოვრები ცენტერაძეების ოჯახი უკვე რამდენიმე თვეა ავარიული საცხოვრებლიდან განსახლებას ითხოვს. ამბობენ, რომ სახლი ავტობანის მშენებელობის შედეგად დაზიანდა. ოჯახს აქვს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც მათი თქმით აღნიშნულია, რომ სახლი გამაგრებას არ ექვემდებარება და იქ ცხოვრება სახიფათოა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ მსგავს ოჯახებთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შეთანხმებაც ინდივიდუალურია და კონფიდენციალურია. ცენტერაძეები ამბობენ, რომ მათ ქირით გაყვანას სთავაზობენ, რასაც არ თანხმდებიან.
როგორც გვითხრეს, უწყების წარმომადგენლები ვერ უკონკრეტებენ უკვე შემდეგ რა ბედი ეწევათ ანუ რამდენ ხანს მოუწევთ ქირით ცხოვრება და რას მოუხერხებენ მათ საცხოვრებელ სახლს მომავალში - გაამაგრებენ თუ ალტერნატივას შესთავაზებენ.