სუ-25 ტიპის მოიერიშე სრულად აღიჭურვა რადიოელექტრონული სანავიგაციო სისტემით. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე დასრულებულია 4 ერთეული სუ-25 - ის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება. პარალელურად მიმდინარეობს მი-24 ტიპის შვეულმფრენის რემონტი, რომლის სატესტო ფრენა უახლოეს მომავალში იგეგმება. ქართველი სპეციალისტების მიერ თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების სრულად აღდგენა და გარემონტება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე მდებარე ახალ საწარმოში მიმდინარეობს