საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით, 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.
ბიძგები 14:19 საათზე დაფიქსირდა. პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.