როდესაც გიორგი გახარიამ უარი თქვა ტესტის ჩაბარებაზე, რითაც პრაქტიკულად ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული" საქართველოს თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, გახარიას სოლიდარობა მერობის სხვა კანდიდატებმა მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც დაინახეს, რომ „ის ამ თემაში გაჭედილი იყო".
"ყველამ დაინახა რაც ხდება. რეალურად, ძალიან მარტივი ინიციატივა წარმოადგინა კახი კალაძემ, რომელიც უკავშირდებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ ითვალისწინებს, მან მერობის ყველა კანდიდატს შესთავაზა ჩაებარებინათ ნარკოტესტი. ეს იყო ჯანსაღი ინიციატივა, რაზეც ძალიან დაიბნენ და გაღიზიანდნენ ვიღაცები. ამასაც აშკარად ჰქონდა თავისი მიზეზები.
საინტერესოა, რომ როდესაც გახარიამ უარი თქვა, რითაც პრაქტიკულად ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ გააუქმა ნარკოტესტი ყველა მისმა სატელიტმა კანდიდატმა, მათ შორის, ნიკანორ მელიამაც. სოლიდარობა გამოუცხადეს მელიამ და სხვებმა გახარიას მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ გახარია ამ თემაში „გაჭედილი“ იყო. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არის ძალიან მკაფიო ალიანსი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.