ახალი სასწავლო წელი დღეს ვირტუალურ სამყაროში განახლდა. 2021-2022 სასწავლო წლის პირველი ზარი კომპიუტერებში დაირეკა. სწავლა დღეს პირველკლასელების გარეშე დაიწყო, პირველი კლასის მოსწავლეებისთვის პირველი სასწავლო წლის დაწყება 4 ოქტომბრამდე გადავადდა. რა სურათი იქნება 2 კვირის შემდეგ, ეს მოქალაქეების ვაქცინაზციაზე იქნება დამოკიდებული, ასე ამბობენ სპეციალისტები, რომელთაც სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში განახლების რეკომენდაცია უნდა გასცენ. ახლა ონლაინ სწავლა გამოსავალია, თუმცა სასურველი შედეგის მიღების მოლოდინი არ აქვთ პედაგოგებს. სასწავლო პროცესი კი მეოთხე სემესტრია ამ ფორმატშია.