მოსაკრეფად მიტოვებული ხილი. აჭარის მუნიციპალიტეტბში ყურძენს, ვაშლსა თუ მსხალს ხეზე და ხის ქვეშ გაფუჭებულსაც მრავლად ნახავთ. მოქალაქეები ამბობენ, რომ პროდუქციის რეალიზაცია იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე შემოსავალი დარჩებათ. აგრო მეწარმეების მოთხოვნა ხილის ადგილზე ჩაბაარებაა, რადგან ამით არც ტრანსპორტის ხარჯი ექნებათ და არც სოფლიდან ქალაქამდე ჩატანაში პროდუქტი დაზიანდება. მაღალმთიანეთში აგრომომსახურების ცენტრები ჯერ-ჯერობით უფუნქციოდაა.