ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში, არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის ინფრომაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“. მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ი.ხ.-ს რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები (წონა 218,96 გრამი) იქნა აღმოჩენილი. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 27 756,77 ლარი შეადგინა.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.