ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში გერმანიის ქალაქ კალსრუეში მიმდინარე ტურნირის ფინალში გავიდა.
გორგოძის და რუმინელი ირინა ბარას წყვილმა ორ სეტში ანგარიშით 6:3, 6:1 ნათელა ძალამიძის და ალექსანდრა პანოვას წყვილს მოუგეს.
ფინალში გორგოძე და ბარა პოლონელ პიტერსა და ეგვიპტელ შერიფს დაუპირისპირდებიან.
ფინალური შეხვედრა 11 სექტემბერს არის ჩანიშნული.
ტურნირის საპრიზო ფონდი 115 ათასი დოლარია.