სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვება. აჭარის განათლების სამინისტრომ 100-მდე გამარჯვებულ მოსწავლეს დიპლომები და პლანშეტები გადასცა.
პროგრამის “კონკურსები და ოლიმპიადები” ფარგლებში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის ლიტერატურული მარათონი, სახვითი ხელოვნების , ესეების კონკურსები და სპორტული შეჯიბრება ორ ეტაპად გაიმართა.