ჩოგბურთში ამერიკის ღია პირველობის ქალთა ერთეულთა თანრიგში ფინალისტების ვინაობა ცნობილია. ტიტულისთვის ორი თინეიჯერი 18 წლის ბრიტანელი ემა რადუკანუ და 19 წლის კანადელი ლეილა ფერნანდესი იბრძოლებენ.
ნახევარფინალში ფერნანდესმა მსოფლიოს მეორე ჩოგანი ბულგარელი საბალენკა 3 სეტში ანგარიშით 7:6,4:6,6:4 დაამარცხა. რადუკანუმ კი ბერძენ მარია საკარს მარტივად ორ სეტში 6:1,6:4 მოუგო. რადუკანუ მსოფლიო რეიტინგში 150-ე, ხოლო ფერნანდესი 73-ე ჩოგანია.
1999 წლის შემდეგ ფინალში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს ორი 20 წლამდე ჩოგბურთელი. ფინალური დაპირისპირება რადუკანუს და ფერნანდეს შორის 12 სექტემბერს 00:00 საათზეა ჩანიშნული.
მამაკაცთა კატეგორიიაში კი ნახევარფინალში ოჟე ალიასიმე დანილ მედვედევს შეხვდება, ნოვაკ ჯოკოვიჩი კი ალექსანდრ ზვერევს.