საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მიზანმიმართული დისკრიმინაცია მიმდინარეობს - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა განაცხადა. ცესკოში საუბრობენ ხელშეშლის ფაქტებზე, რითაც მათივე განმარტებით, ზიანდება წინასაარჩევნო პროცესი . ბრიფინგზე მაგალითად მოიყვანეს ლანჩხუთის საარჩევნო კომისიაში მომხდარი ინციდენტი, როდესაც მათი თქმით, ენმ -ის წევრები შეიჭრნენ და კომისიის წევრებს დაემუქრნენ.