ანტიკორუფციული გარემოს მიმოხილვა და რეკომენდაციები ევროკავშირისთვის - კვლევა

08 სექტემბერი 2021, 14:43 884 ნახვა

საქართველოში კორუფციული გარემო საგრძნობლად გაუარესდა, რასაც თან ერთვის ანტიკორუფციული რეფორმების თითქმის სრულად შეჩერება ბოლო პერიოდში, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაც საქართველოში არსებულ ანტიკორუფციულ გარემოს მიმოიხილავენ.

როგორც აღნიშნავენ, ამ ვითარებას კიდევ უფრო საგანგაშოს ხდის მოქმედი მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ძალაუფლების არაფორმალური სტრუქტურების არსებობა, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების პარალელურად ოპერირებენ. ოფიციალურ სტრუქტურებზე ძალაუფლების ამ არაფორმალური სტრუქტურების გავლენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გაანალიზების შემდეგ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დაასკვნა, რომ საქართველოში ადგილი აქვს სახელმწიფოს მიტაცებას, რაც დემოკრატიულ კონტექსტში კორუფციის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ევროკავშირისთვის რეკომენდაციებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მიზანშეწონილია, რომ ურთიერთობის გაღრმავების წინაპირობად ევროკავშირმა საქართველოს მხრიდან ანტიკორუფციული რეფორმების გატარება მოითხოვოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში