„კიდევ ერთი გატეხილი პირობა" ასე გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილის ჩაგდებას.
დიპლომატიური უწყების განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა. მათივე ცნობით, პარლამენტის მიერ მოთხოვნილი ანგარიშით, დანიშვნის პროცესში შემოთავაზებულ ცვლილებას რეკომენდაციას უწევდა ვენეციის კომისია - სამართლის ექსპერტთა საერთაშორისო ორგანო, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ექსპერტები.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით გუშინ განიხილა. „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა გენპროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებულ საკითხს.