ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად ქორიძეების ექსვწევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. საცხოვრებელს ხანძარი დილის ექვს საათზე გაუჩნდა, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურები, თუმცა საცხოვრებლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხელვაჩაურის გამგებლის განცხადებით დაზარალებულებს დროებით ქირით გაიყვანენ, ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ კი გარკვეული თანხით დაეხმარებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლითმიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.