უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომით საშემოდგომო სესია გაიხსნა

07 სექტემბერი 2021, 14:39 680 ნახვა

ბიუროს სხდომით გაიხსნა აჭარის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია. სხდომას ოპოზიციის წევრები არ ესწრებოდნენ. დეპუტატებმა ორი  კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ იმსჯელეს. ამასთან ისაუბრეს გენდერული თანასწორობის საბჭოს მომდევნო 3 წლის სამოქმედო გეგმაზე.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ნაციონალური მოძრაობიდან  გია აბულაძე წარადგინეს, რომელიც ახალი  მოწვევის უმაღლესი საბჭოს  არცერთ სხდომას არ დასწრებია.

მმართველი გუნდის წევრები იმედოვნებენ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი საკანონმდებლო საქმიანობაში ამჯერად მაინც ჩაერთვება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი