10 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე, რეგულაციების დარღვევის გამო 25 ობიექტი დაილუქა - განცხადება შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბრიფინგზე გააკეთა.
ბექა ფერაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საზედამხედველო უწყებების მხრიდან 1842 აქტივობა განხორციელდა, დაჯარიმდა 1 ობიექტი.
“ბოლო 24 საათში, საზედამხედველო უწყებების მხრიდან განხორციელდა 1842 აქტივობა, მათ შორის, 1571 ინსპექტირება, სადაც გაფრთხილება გაიცა. სხვა შემთხვევაში გადამოწმდა კითხვარი და ობიექტები სრული რეკომენდაციების დაცვით ფუნქციონირებდნენ, გარდა ამისა, დაჯარიმდა 1 ობიექტი.
2021 წლის 10 აგვისტოდან საანგარიშო პერიოდში, 6 სექტემბრის მდგომარეობით, ჯამში საზედამხედველო უწყებების მხრიდან, განხორციელდა 22 254 აქტივობა, მათ შორის, დაჯარიმდა 49 ობიექტი, აქედან 30 იყო იურიდიული და 19 ფიზიკური პირი, რეგულაციების დარღვების გამო 25 ობიექტი დაილუქა",- განაცხადა ბექა ფერაძემ.
ფოტო: არქივი